Tuesday, July 18, 2017

დღე 9

დღეს მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. მოვახდინეთ თვითშეფასება და ჯგუფის წევრებისგან უკუკავშირი.გავაკეთე ჩემი ნაშრომების კორექტირება. აღნიშნულ ტრენინგზე მე შევისწავლე პროექტით სწავლება , ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენება შეფასების რუბლიკების შედგენა მოსწავლეთა მონაწილეობით, ელექტრონული პორტფოლიო შევქმენი შესაბამისი ფაილებით. ტრენინგზე მოსმენილ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ პროექტით სწავლების დროს. მადლობა ჩვენს ტაქტიან ტრენერს,-გვანცას.

Monday, July 17, 2017

დღე 8

მეშვიდე მოდულის გავლის შემდეგ გავიგე როიგორ გაუწიო კლასს ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რათა შეძლონ წარმატებით გაართვან თავი პრობლემებს. ვისწავლე როგორ ჩავალაგო პორტფოლიოში ნაშრომები.

Saturday, July 8, 2017

დღე 5

გავეცანი მესამე და მეოთხე მოდულებს.  მომეწონა უკუკავშირის დროული  და ეფექტური ფორმა,3.2.1. საავტორო უფლებების დაცვა,  თანამშრომლობითი უნარების განვითარება .ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის ნიმუშის შექმნაზე და შესაბამისი მოსწავლის როლის  მორგებაზე.ჩემტვის ნაყოფიერი დღე იყო .მადლობა ტრენერს.

Wednesday, July 5, 2017

დღე 4
გავეცანი დროში გაწერილი პროექტზე მუშაობის  შეფასების დროის სქემას. ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი იყო შეფასების 5მიზანის და მეთოდების და ინსტრუმენტების შესწავლა.