დღეს მოვახდინეთ ჩვენი ნაშრომების პრეზენტაცია. მოვახდინეთ თვითშეფასება და ჯგუფის წევრებისგან უკუკავშირი.გავაკეთე ჩემი ნაშრომების კორექტირება. აღნიშნულ ტრენინგზე მე შევისწავლე პროექტით სწავლება , ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენება შეფასების რუბლიკების შედგენა მოსწავლეთა მონაწილეობით, ელექტრონული პორტფოლიო შევქმენი შესაბამისი ფაილებით. ტრენინგზე მოსმენილ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ პროექტით სწავლების დროს. მადლობა ჩვენს ტაქტიან ტრენერს,-გვანცას.
Intel education
Tuesday, July 18, 2017
Monday, July 17, 2017
დღე 8
მეშვიდე მოდულის გავლის შემდეგ გავიგე როიგორ გაუწიო კლასს ფასილიტაცია ტექნოლოგიებით,რათა შეძლონ წარმატებით გაართვან თავი პრობლემებს. ვისწავლე როგორ ჩავალაგო პორტფოლიოში ნაშრომები.
Saturday, July 8, 2017
დღე 5
გავეცანი მესამე და მეოთხე მოდულებს. მომეწონა უკუკავშირის დროული და ეფექტური ფორმა,3.2.1. საავტორო უფლებების დაცვა, თანამშრომლობითი უნარების განვითარება .ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის ნიმუშის შექმნაზე და შესაბამისი მოსწავლის როლის მორგებაზე.ჩემტვის ნაყოფიერი დღე იყო .მადლობა ტრენერს.
Wednesday, July 5, 2017
Thursday, June 29, 2017
დღე3
შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა,რამაც ძალიან დამეხმარაპროექტის საკვანძო კითხვების ფორმულირებაში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
Monday, June 26, 2017
დღე 2
დღეს გავეცანი პროექტის მოთხოვნებს, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს,პუბლიკაციების მომზადებას, ბუკლეტების მომზადებას,რაც დამეხმარება პროექტით სწავლების დროს. ასევე გავიზიარე ტრენერის და კოლეგების აზრები . მადლობა ტრენერს.
Friday, June 23, 2017
დღე 1
პირველ შეხვედრაზე გავეცანი პროექტით სწავლების უპირატესობას სხვა მეთოდებთან შედარებით, ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენების წესებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის სიახლეების შესასწავლად და შემდეგი წარმატებების მისაღწევად.
Subscribe to:
Posts (Atom)